“მენეჯერის ოთახიდან, ფანჯრიდანვე გადმოვხტი“- ყოფილი მძევლები „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმას იხსენებენ

გუშინდელი თავდასმის შემდეგ მუშაობა არ განუახლებია „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალს. ბანკის კარი დაკეტილია. ადგილზე არ იმყოფებიან არც თანამშრომლები და სამართალდამცავები.

ინტერვიუს რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ხათუნა მათიკაშვილი, მენეჯერის კაბინეტში იყო, როდესაც ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

“მენეჯერის ოთახიდან, ფანჯრიდანვე გადმოვხტი. მანამდე ერთ-ერთი თანამშრომელი შემოვიდა და იყვირა, რომ ძარცვააო. კიდევ კარგი იმ კაბინეტის ფანჯარას გისოსები არ ჰქონდა. სულ სამმა მოვასწარით გადმოხტომა. ძალიან დიდ სტრესში ვართ ახლაც – ამბობს ხათუნა მათიკაშვილი.

„საქართველოს ბანკის“ კიდევ ერთი თანამშრომელი მოლარე-ოპერატორი, ლია სტეფანიშვილი, ამბობს, რომ “ბანკზე თავდამსხმელს ჰქონდა ხელყუმბარა და მოითხოვდა 1 მილიონ ლარს და ნახევარ მილიონ დოლარს“. მისი თქმით, სხვა შეარარება თავდამსხელს არ ჰქონია.

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული 49 წლის შალვა მელიქიშვილია. ის ქალაქ თელავში ცხოვრობს და წლების განმავლობაში მუშაობდა მზარეულად.

მისი დამსაქმებელის, შოთა დემინაშვილის ინფორმაცით, დაკავებული ბოლო დროს ალკოჰოლდამოკიდებული იყო და არაადეკვატურად იქცეოდა.

შალვა მელიქიშვილი 9 სექტემბერს, სამართალმცველებმა 4-საათიანი სპეოპერაციის დროს განაიარაღეს და დააკავეს. გამოძიების ვერსიით, შეიარაღებულმა შალვა მელიქიშვილმა, დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით “საქართველოს ბანკის” ყვარლის ფილიალში 13 პირი მძევლად აიყვანა. მელიქიშვილი, ამ დროისთვის თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

მსგავსი თემები