მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანი ორგანიზაციას აფუძნებს

ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, რომელსაც ჰქვია „საერთო სახალხო მოძრაობა“, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, დანგრეული, ჩაბნელებული საქართველოდან შექმნა სახელმწიფო და დააყენა ფეხზე, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, დღეს საქართველოში ძალიან ცუდი დრო დადგა.

„პრაქტიკულად სახელმწიფო ჩამოშლილია. მაქვს ამის თქმის უფლება, როდესაც 3-მილიონიან საქართველოს დღეში 86 ადამიანი უკვდება, ჩამოშლილია ყველა სტრუქტურა, არ არსებობს ჯანდაცვა, გაწვალებული არიან ექიმები. ეს პრაქტიკულად უდრის გენოციდს. ჩვენ სახელწიფო გვქონდა, სახელმწიფო არ გვაქვს მარიონეტი, რუსეთზე მომუშავე ივანიშვილის მთავრობის ხელში. გამომდინარე აქედან, ჩავუდექი ინიციატივას სათავეში, მე, თამარ ჩარკვიანი – მიხეილ სააკაშვილის მშვიდობიანად დასაბრუნებლად ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე. როდესაც ისრაელის სახელმწიფო იქმნებოდა, ებრაელობა ებრაელებს მთელი მსოფლიოდან თავის ქვეყანაში ეძახდა ქვეყნის შესაქმნელად. ამხელა კულტუროლოგიის ქვეყანაა საქართველო, რა დაგვემართა, რომ 30 წელიწადია, არ გვაქვს რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა, დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი და ვერ მივიღეთ ნორმალური სამართლებრივი სისტემა.

დიახ, მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი. უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა. ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო. ის უნდა მობრუნდეს. მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი. მან ეს უკვე დაამტკიცა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები