“ჩემი საბოლოო პასუხი ამნისტიაზე არის არა, მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი” – ნიკა მელია

ჩემი საბოლო პასუხი ამნისტიაზე არის არა, მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მისი სასამართლო პროცესი იმართება.

„პროცესი, რომელსაც აქ მყოფი ადამიანები სასამართლო პროცესს ეძახიან, გაიხსნა, გახსნისთანავე ჩემს მეგობარ ადვოკატ დიტო საძაგლიშვილს პირველი რაც ჰკითხა მოსამართლემ არის შემდეგი – თანახმა ხართ, ცნობილი ამნისტია, რომელიც მიიღეს და კანონიერ ძალაში დღეს შევიდა, გავრცელდეს თუ არა ნიკა მელიაზე. ეს ადამიანი ითხოვენ ჩემგან თანხმობას, რომ მე ვატრიალებდი სახელმწიფოს, ეს სპეკულაციები განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პროცესში ერთხელ და სამუდამოდ რომ დასრულდეს, სპეციალურად მოვედი. მოვედი, საბოლოო პასუხი ვთქვა, არანაირი თანხმობა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან, რომ მე მას ახლა მოწყალება ვთხოვო, ჩემზე გავრცელდეს ის, რაც არ ჩამიდენია, თითქოს მე სახელმწიფო გადატრიალებას ვახორციელებდი და ახლა ბიძინა ივანიშვილი მიწყალებს, საპროცესო გარიგება უფრო არის, ვიდრე სხვა ყველაფერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, არ აპირებს პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობის მიღებას.

„მეტი როგორ ვთქვა, არ ვიღებ ამ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელიც მართლმსაჯულების ისტორიაში არ ყოფილა, როდესაც ამნისტიის აქტს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გამოსცემს, ის, ყველაზე ვრცელდება. თან გამოსცეს და თან ჩემ გამო ჩაწერეს დათქმა, თუ მელია არ მიიღებს ამ ამნისტიის კანონს, არ გავრცელდეს მასზე, პარალელურად სხვები, რეალური მოძალადეები გათავისუფლებული არიან. ჩემი პასუხი საბოლოო არის  არა და მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა დაკავებას, ნიკა მელიამ აღნიშნა, „მე ველოდები ამ სახელმწიფოს განვითარებას, განვითარების შანსის დაბრუნებას 2 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად. მე ამას ველოდები. ბიძინა ივანიშვილს ჩვევია, დამოკლეს მახვილივით დაკიდება საქმეები, რომ სხვადასხვა ადამიანებია ამყოფოს დაჭერის, დაკავების, დევნის მოლოდინის ქვეშ“.

„ქართულ ოცნებაში“ ერთი მხრივ, უნდათ ჩემი დაჭერა, მეორე მხრივ, არ უნდათ. სადღაც შუაში არიან გაკვეხებულები და უნდათ მე მივიღო ეს მოწყალება, რომ ხვალ-ზეგ გამოვიდნენ და თქვან,  მელია თუ სახელმწიფო გადატრიალებას არ აწყობდა, მაშინ რატომ აღიარა. კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის ჩაწერეს, თუ მელია ახლა იტყვის უარს, ხვალ-ზეგ-მაზეგ რომ გადათქვასო, მაშინ გადავხედავთო, ეს მათი მოკლე ჭკუით რას ნიშნავს, ხვალ და ზეგ მელიას თუ კვლავ დავიჭერთ, ციხეში იქნება, ჩვენ საერთაშორიო საზოგადოებას ვეტყვით, იმავეს, გადაიხადოს და გამოვაო“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები