“მაინცდამაინც ავტობანი უნდა გადავკეტოთ, რამე რომ მოიმოქმედოთ?” – ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი კვლავ საპატიმროებში რჩებიან

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი დავით ქაცარავა, ამბოსბ, რომ ქართული ხელისუფლება არაფერს აკეთებს ცხინვალის ციხეში დატყვევბული გენადი ბესტაევის და აფხაზეთის ციხეში მყოფი, ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად:

“2019 წლის 26 ნოემბერს ოკუპანტებმა სოფელ ზარდიანთკარიდან, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი.

საოკუპაციო რეჟიმმა მას სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2020 წლის 27 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ.”აფხაზური დროშის” დაწვის გამო ირაკლი ბებუა დააპატიმრეს და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რას აკეთებს ამასობაში ხელისუფლება? არაფერს.

მაინცდამაინც ავტობანი უნდა გადავკეტოთ, რამე რომ მოიმოქმედოთ?მაინცდამაინც ქუჩაში უნდა გამოვიდეთ და მიტინგები მოვაწყოთ?ამასაც გავაკეთებთ, მერწმუნეთ.

მოიძიეთ ვინმე და გაუცვალეთ რუსებს ჩვენს მოქალაქეებში.სასწრაფოდ იმოქმედეთ, თუ არადა ჩვენ გამოვალთ ქუჩაში!”- წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები