“ვინ ვინ არის” – უმრავლესობა ოპოზიციას 15 სადამკვირვებლო ორგანიზაციის შექმნაში ამხელს, რომლებიც საარჩევნოდ ფარულად, მათ სასარგებლოდ იმუშავებენ

“ქართული ოცნება” ოპოზიციას პროვოკაციის მცდელობასა და დესტრუქციულ ქმედებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

მართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერმა, გივი მიქანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე სახელწოდებით – “ვინ ვინ არის”, სქემა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ შექმნა 15 სადამკვირებლო ორგანიზაცია, რომელებიც არჩევნების პერიოდში, ფარულად მათ სასარგებლოდ იმუშავებენ.

გივი მიქანაძის განმარტებით, უმერავლესობის არგუმენტებს ისიც ამყარებს, რომ ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს.

“ოპოზიციური პარტიები, განსაკუთებით კი რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან.

ამ მხრივ, სხვადასხვა მექანიზმები აქვთ ჩართული და მრავალი მიმართულებით აწარმოებენ აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ საზოგადოება დეტალურად იყოს ინფორმირებული რადიკალური ოპოზიციის, ქვეყნისათვის დამაზიანებელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ, რომლითაც მათ სურთ შეამზადონ სიტუაცია და შექმნან ფონი ვითომდაც 2 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

უმრავლესობის წევრმა, ოპოზიციური პარტიების საეჭვო დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს საკითხი არ არის გამჭვირვალე.

მსგავსი თემები