საქართველოში, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის ბრალდებულს ადვოკატი ერთი-ერთზე ვერ შეხვდა

რაფაელ მურსაკულოვი – ეს არის ადამიანი, რომელიც სამართალდამცველებმა საქართველოში მცხოვრები ავსტრალიის მოქალაქის, მასწავლებელ  შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებისთვის დააკავეს. საუბარია გახმაურებულ მკვლელობაზე, რომელიც მთაწმინდის ტყეში მოხდა.  

დაკავებული მურსაკულოვი ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ დიღმის პოლიციის  მთავარ სამმართველოში მოინახულა. დამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანას ითხოვს.   

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. არ მომეცა საშუალება, რომ ერთი-ერთზე შევხვედროდი. მინდოდა, ჩვენს შორის  კონფიდენციალური საუბარი შემდგარიყო. მოვითხოვე, ის გადაყვანილი იქნეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, გადაიყვანენ და მას შევხვდები და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდები დეტალებზე.

საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ. დაკავების ოქმი გადმომცეს, მას გავეცანი მხოლოდ და ვნახე რომელ საათზე იყო დაკავებული. სამმართველოში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ერთი ერთზე დავრჩენილიყავით, თავად ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამიტომ თანმხლები პირების გარეშე ვერ მოხდებოდა ჩვენს შორის საუბარი“ – განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ ჟურნალისტებთან.

ინფორმაციისთვის, საქართველოში მცხოვრები ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი მთაწმინდის ფერდობზე, ტყეში მოკლეს. მისი ცხედარი 31 ივლისს, ე.წ. ეშმაკის ბორბლის მიმდებარე ფერდზე იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი დღეს დააკავეს.

მსგავსი თემები