დაკავებულია ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა.

საგანგებო ბრიფინგი შსს- ში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

დაკავებულია 1988 წელს დაბადებული პირი, დეტალები და მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე არ ხმაურდება:

„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა სხვასხვა სახის ღონისიძიება, გამოიკითხა მისი მეგობარი, რომელთანაც ჰქონდა შანაი ბრუკს კომუნიკაცია, კვლევის შედეგები გადაგზავნილი იქნა რამდენიმე სახელმწიფოში. მოხდა მოწმეების გამოკითხვა.

გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1988 წელს დაბადებული რ. მ.

მომხდარი 7 – დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს,“ – განაცხადეს შსს- ში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები