ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრიფინგი 16:00 საათზეა დაგეგმილი.

უცხო ქვეყნის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.

მსგავსი თემები