„ის დღეს ჭაობში ჩაფლულ საქართველოს, როგორც ჰაერი ისე სჭირდება“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ჩამოსვლას ეხმაურება. მაჩალიკაშვილი თვლის, რომ სააკაშვილის დაბრუნება ქვეყანაში დროული და აუცილებელია:

„მე არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს მიშას დაბრუნებაზე, ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ ის დღეს ჭაობში ჩაფლული საქართველოს, როგორც ჰაერი ისე სჭირდება.

ერთი, რამ ცხადია და ნათელია, რომ ქართული „ოცნების” ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ საზოგადოება ნაკლებად გამოვიდეს ქუჩაში, იქნება ყველანაირი ზეწოლა, დაჭერები, დაშინება მუქარა, მოსყიდვები.

ჩვენ, საზოგადოებამ, მაინც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად დავიცვათ თანამედროვე რეფორმატორის და თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი, ამ ქვეყნის მე – 3 პრეზიდენტი, რომელიც დღემდე დევნილია, დევნილია იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესებში იყო მისი მოშორება,“ – წერს მაჩალიკაშვილი.

მსგავსი თემები