„ტვ-პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მანქანის დაჯახების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ტელეკომპანია „პირველის“ გადამღების ჯგუფზე მანქანის დაჯახების ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შსს – ში ადასტურებენ.

შემთხვევა გუშინ, ფონიჭალაში მოხდა, რა დროსაც ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი ადგილზე მიმდინარე სპეცოპერაციას აშუქებდა.

შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტზე 21 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი. ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელმა ადგილზე მისული გადამღები ჯგუფის მიმართ გაღიზიანება გამოხატა და მას მანქანით დაზიანება მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა) და 187-ე (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ან განადგურება).

მსგავსი თემები