“ოქტომბრის დასაწყისიდან 332 მაღალმთიან და სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის დასაწყისიდან 332 მაღალმთიან და სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგება. 

“აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან აღდგება სწავლა დაახლოებით 332 მაღალმთიან და სოფლის სკოლაში. ამ სკოლებში ჩვენ უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას და წინასწარი მონაცემებით, ამ სკოლებში საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი,”- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. 

მსგავსი თემები