ფონიჭალის დასახლებაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირის ახლობელი “ტვ პირველის“ ოპერატორს მანქანით დაეჯახა

ფონიჭალის დასახლებაში, სადაც დღეს სპეოპერაცია ჩატარდა და ნარკორეალიზატორები დააკავეს, ინციდენტი მოხდა. 

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირის ახლობელი “ტვ პირველის“ ოპერატორს მანქანით დაეჯახა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, რომელმაც ოპერატორი საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულ ოპერატორს გამოკვლევები უტარდება.

მსგავსი თემები