“ერთი კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული ამირანი აიწყვეტს და კავკასიის მოსახლეობას ცეცხლს დაუბრუნებს და მეორე სააკაშვილი ჩამოვა” – ალეკო ელისაშვილი

ერთი კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული ამირანი აიწყვეტს და კავკასიის მოსახლეობასა და სრულიად სამყაროს ცეცხლს დაუბრუნებს და მეორე სააკაშვილი ჩამოვა,- ასე ეხმიანება “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან, საქართველოში დაბრუნების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებებით სააკაშვილი “ქართულ ოცნებას” გამარჯვებაში ეხმარება.

“რაც დრო გადის, სულ უფრო მიღრმავდება ის აზრი, რომ სააკაშვილი არის “ქართულ ოცნებასთან” შეკრული. ყოველი არჩევნების წინ, სააკაშვილი ასეთი განცხადების დაბრეხვებით ეხმარება “ქართულ ოცნებას” გამარჯვებაში და ხელისუფლების შენარჩუნებაში. საერთო ჯამში, ალბათ ეს არის დიდი გარიგება “ქართულ ოცნებას” და სააკაშვილს შორის. სააკაშვილი ასეთი განცხადებით ყოველ ჯერზე ეხმარება “ქართულ ოცნებას” გამარჯვებაში,”- განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები