პარტია “საქართველოსთვის” გიორგი გახარიას გუნდის მორიგმა წევრმა დატოვა

პარტია “საქართველოსთვის” გიორგი გახარიას გუნდის მორიგმა წევრმა, მამუკა კუნჭულიამ დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ინფორმაციას თავად ავრცელებს. 

“მეგობრებო, გარკვეულ მიზეზთა გამო, ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვუერთდები ქართული ოცნების გუნდს, რომელსაც ქ. ლანჩხუთში წარმოადგენს ბატონი ალექსანდრე სარიშვილი და ქალბატონი ელისო ჭიჭინაძე,” – წერს მამუკა კუნჭულია სოციალურ ქსელში. 

მსგავსი თემები