ვირუსის მეხუთე ტალღა იქნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მეხუთე ტალღა იქნება, თუმცა, ეს არ იქნება იმ სიმძიმის, როგორც სხვა ტალღები.

„მეხუთე ტალღა საქართველოში ალბათ იქნება, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში იქნება. არ მგონია, ის იყოს მძიმე. მგონია, რომ ყველაზე მძიმე დღეები უკვე გადავიტანეთ. სანამ მეხუთე ტალღა იქნება, სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა იქნება მეტი, ეს არის ერთ-ერთი დამცავი ბარიერი“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

​ინფექციონისტის შეფასებით, საზოგადოებამ სერიოზული გამოცდილება მიიღო მეოთხე ტალღისას.

„სიცოცხლის ძალიან დიდი დანაკარგი გვქონდა და მეტად გავუფრთხილდებით ერთმანეთს. მედიცინა მუდმივ პროგრესშია, ჩნდება ახალ-ახალი მედიკამენტები, მთავრდება ზოგიერთი მედიკამენტის კლინიკური კვლევაც. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ პროგნოზი არის საიმედო“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები