თენგიზ ცერცვაძე მთავრობას ადანაშაულებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მთავრობას სირბილეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის ჰუმანურია ადამიანების მიმართ.

„ერთადერთი, რაშიც მთავრობას ვადანაშაულებ, არ არის შესაბამისად მკაცრი კონტროლი ამ რეგულაციების აღსრულებაზე და მთავრობა იჩენს სირბილეს, ჰუმანურობას ადამიანების მიმართ, თითქოს ისევ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ, სინამდვილეში ეს არ არის სწორი, უნდა იყოს მკაცრი აღსრულება, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან.

ინფექციონისტის შეფასებით, თუ კონტროლი შესაბამისი იქნება, სიკვდილიანობის შემთხვევები შემცირდება.

„უნდა იყოს მკაცრი აღსრულება და თუ ეს ასე იქნება, ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის შემთხვევების კლება იქნება შეუქცევადი. ვმუშაობთ, რომ საქართველოში უახლოეს დღეებში, შემოვიტანოთ ახალი მედიკამენტები, რომელიც ჯერ კიდევ კვლევას გადიან. ჩემი პირადი აზრია, რომ ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა დაიკლებს და საშუალება გვექნება, რომ სექტემბრის შუა რიცხვებიდან შევამსუბუქოთ შეზღუდვები,  მაგრამ, გავამკაცროთ იმ რეგულაციებზე აღსრულების კონტროლი“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციონისტი რეკომენდაციას იძლევა, აიკრძალოს ხალხმრავალი შეკრებები, მოხდეს სოციალური დისტანცირება, ყველამ ატაროს პირბადე და  სხვა შეზღუდვა შეიძლება შემსუბუქდეს. იგივე,  გაიხსნას მუნიციპალური ტრანსპორტი და დაიწყოს სწავლება სკოლაში.

მსგავსი თემები