თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი, ინფორმაციას “ინტერპესნიუსი” ავრცელებს.

 დაშავებულს ჭრილობა ქვედა კიდურში აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

მსგავსი თემები