„ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია – გაგასაუბროთ მათ ოჯახებთან? ვინ მოუკლა მათ შვილები?“ – დავით ქაცარავა ირაკლი ღარიბაშვილს

„ირაკლი ღარიბაშვილი: დიახაც, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში არც ომი მომხდარა, არც კონფლიქტი და არც დაპირისპირება,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა წერს.

„ირაკლი ღარიბაშვილი: დიახაც, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში არც ომი მომხდარა, არც კონფლიქტი და არც დაპირისპირება

ე.ი. არც ომი მომხდარა, არც კონფლიქტი და არც დაპირისპირება?

მე არ მეზარება, ისედაც ყოველდღე ოკუპაციის ხაზთან ვართ, გაგიძღვებით კონფლიქტურ ზონაში და გაჩვენებთ, რამდენი ტერიტორია დაიკარგა თქვენი მთავრობის “არგაღიზიანების” პოლიტიკის შედეგად, ისე ჩუმად და შეუმჩნევლად გადაეცით რუსებს ათასობით ჰექტარი მიწა-წყალი, ის ტერიტორია, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად არ დაკარგულა, რომ კინაღამ დააჯერეთ მოსახლეობა იმაში, რომ ერთადერთი მთავრობა ხართ, ვისაც ტერიტორია არ დაუკარგავს.

არადა, ზუსტად 2012-2017 წლებში რუსებს მიეცით საშუალება დამატებით კიდევ “2 სოხუმი” წაეღოთ.

ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია – გაგასაუბროთ მათ ოჯახებთან? ვინ მოუკლა მათ შვილები? წესით კი უნდა იცოდეთ, მაგრამ არ იმჩნევთ.არ გაწყობთ და იმიტომ.

მოკლედ, ჩვენს მოტყუებას ცდილობთ თუ თავს იტყუებთ, ჩვენ მაინც ყოველთვის შეგახსენებთ, როგორი კოლაბორაციონისტია ქართული ოცნება, რომელიც მთელი ძალებით ამ ქვეყანას რუსეთის უკანალში ტენის.

არ დაგნებდებით და არ მოგცემთ ამის საშუალებას.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,“ – წერს ქაცარავა.

მსგავსი თემები