ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში მკურნალობას 84 პაციენტი აგრძელებს

ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით, სტაციონარში ამ ეტაპზე მკურნალობას 84 პაციენტი აგრძელებს.

ჩიქოვანმა ასევე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

“დღეს დილით სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს 84 პაციენტი. მორიგეობის განმავლობაში გაეწერა 8 პაციენტი, დარეფერალდა ერთი. მეტწილად პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა გვყავს მსუბუქი მიმდინარეობის მქონე პაციენტებიც. მოიხმარენ მეტწილად ჟანგბადს და უჟანგბადო პაციენტებიც გვყავს,” – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები