ესპანეთში ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა

ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ინციდენტი ტვირთის არასწორი დასაწყობების გამო მოხდა. პირველადი დასკვნით ქიმმზიდ ტანკერზე ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა, რის შედეგადაც ჯამში 3 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი ქართველი. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

სააგენტოში ამბობენ, რომ ახალგაზრდას გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით მუშაობს როგორც საქართველოს საელჩო, ასევე პროცესში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

მსგავსი თემები