“ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ნაშოვნი მილიარდები საქართველოში ჩამოიტანა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ამ სიუჟეტებით ცდილობთ, მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში. ამ დროს მოსახლეობა ძალიან კარგად არჩევს ტყუილს და მართალს, თეთრს და შავს. ყველაფერი ფაბრიკაცია და სიცრუეა, რაღაც აბსურდული ვერსია გაქვთ შემუშავებული. ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ნაშოვნი მილიარდები, სამი მილიარდი დოლარი ჩამოიტანა საქართველოში და 20 წელის ეს კაცი ჩუმად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ხარჯავს, ეხმარება, აძლიერებს სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა რუსეთის ჯარი დააბრუნა ქვეყანაში 2008 წელს.

„ომის შემდეგ გამყიდველმა და მოძალადე სააკაშვილმა მთელი სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს. ეს არის რეალური განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ ძალასა და თქვენს პოლიტიკურ ძალას შორის. იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან დღეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველგან და არავითარი თეორიული შანსი არ რჩებათ გარდა ამ ბინძური პროვოკაციებისა და ფაბრიკაციებისა. ეს არის დროებითი. დღეს რაღაც მორიგი სისულელე მოიფიქრეს, თითქოს ჩვენ სერვერებზე განვახორციელეთ შეტევა, ვის რაში სჭირდება თქვენი სერვერები“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები