კორონავირუსით ახალშობილი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით კიდევ ერთი ახალშობილი გარდაიცვალა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი  მაია ჩხაიძე აცხადებს, ახალშობილი მართვით სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

„ჩვენს კლინიკაში სამი პაციენტი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, სამივე მართვით სუნთქვაზე. ერთი ახალშობილი  ბათუმიდან გადმოიყვანეს. 8 დღის განმავლობაში მკურნალობდა ბათუმში. უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მართვით სუნთქვაზე გადმოვიდა ჩვენთან. თანმხლები დაავადებები ჰქონდა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის მძიმე დაზიანება, ასევე რესპირატორული დისტრესი. გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გარდაიცვალა“, – განაცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები