მატლი “აგროჰაბში” შეძენილ ტყლაპში

თბილისში, სავაჭრო ცენტრ “აგროჰაბში” შეძენილ ტყლაპში მოქალაქემ მატლი აღმოაჩინა.
​როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ტყემლის ტყლაპი ბავშვისთვის შეიძინა, თუმცა შეძენამდე საგულდაგულოდ დააკვირდა შეფუთვაზე მითითებულ ვარგისიანობის ვადას.

“ეს არის “აგროჰაბში” ნაყიდი ტყლაპი, რომელიც ბავშმა შეჭამა და ბოლოს ნახა, რომ შიგნით მატლი იყო. მეორე არ გაგვიხსნია, თუმცა, გარედან მეორეც სავსეა მატლის პატარა მუქი წერტილებით. შეგნებულად არ შევიძინე ტყპალი ღია ბაზრობაზე. სანდოობის მაღალი ხარისხის გამო არჩევანი სავაჭრო ცენტრის სასარგებლოდ გავაკეთე, ვიფიქრე, რომ იქ უფრო ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს შევიძენდი, მაგრამ ფაქტი საწინააღმდეგოს ამტკიცებს”, – წერს მოქალაქე.

მსგავსი თემები