კორონავირუსით 83 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 695 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 509 181.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 732 პირი ემსხვერპლა.
 
 დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 080 შემთხვევა, აჭარა – 212, იმერეთი – 262, ქვემო ქართლი – 224, შიდა ქართლი – 198, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 238, კახეთი – 232, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

მსგავსი თემები