„დელტა” შტამი ფეხმძიმეების მიმართ ძალიან აგრესიული აღმოჩნდა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფეხმძიმეებს მიმართავს და აფრთხილებს. როგორც გამყრელიძე განმარტავს, კორონავირუსის არსებული შტამი განსაკუთრებით ორსულებს უტევს, ამიტომ, ვაქცინაცია მათთვის აუცილებელია.    

„დელტა“ შტამი ფეხმძიმე ქალების მიმართ ძალიან აგრესიული აღმოჩნდა.

შარშან გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა გვქონდა, წელს უკვე 13 გარდაცვალება გვაქვს.  ძალიან სამწუხარო ფაქტია. ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ აიცრათ. დღეს 25 000-მდე ორსულია ქვეყანაში. მოვუწოდებ, რომ ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას „ფაიზერით“ და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ აცრის ორივე დოზა. დავამატებ იმასაც, რომ ფეხმძიმე ქალებს ნებისმიერ ტრიმესტრში შეუძლიათ აიცრან“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი თემები