„ყველა უნდა აიცრას“ – ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს საარჩევნო სლოგანს სთავაზობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსებს მთავარ  პოლიტიკურ სლოგანს სთავაზობს და კანდიდატებს ურჩევს ვაქცინაცია ყველა „ბილბორდსა“ თუ „პლაკატზე“ ფიგურირებდეს.

„მოვუწოდე ყველა პარტიის, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში, ერთი თვის განმავლობაში, შინაარსობრივად მთავარი სლოგანი იყოს ის, რომ ყველა უნდა ავიცრათ, რომ აცრა გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და აცრაზე გადის ქვეყნის განვითარების და თავისუფლების მთავარი გზა“  – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, მასზე რომ იყოს დამოკიდებული, წინასაარჩევნოდ კონკრეტულ სლოგანს გამოიყენებდა.

„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა ადამიანის ბანერს მივაწერდი, რომ ერთად წავიდეთ და ავიცრათ. ყველა ამ ადამიანს, რომელიც ბანერზეა, ვთხოვდი, რომ ერთ-ერთ ბანერზე საკუთარი აცრის სურათი დადონ და ხალხს აჩვენონ, რომ დღეს მთავარი არის აცრა“- განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები