“ევროკავშირიდან სესხის აღების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუ იქნება, მივმართავთ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მას საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებები არ მოუსმენია და ვერც შეაფასებს.

რაც შეეხება მიკროფინანსურ სესხს, საკითხზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირიდან სესხის აღების აუცილებლობა არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამისთვის მიმართავენ.

„პრეზიდენტის განცხადება არ მომისმენია. სესხს რაც შეეხება, ამ ეტაპზე არ არის სესხის აღების აუცილებლობა, თუ იქნება აუცილებლობა, მივმართავთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერს თავის სახელი აქვს. სესხს სესხი ჰქვია, დახმარებას დახმარება. დახმარება შინაარსობრივად სხვა რამეს ნიშნავს, სესხი სხვას“, – განაცხადა კახა კალაძე.

რაც შეეხება კითხვას პრეზიდენტის განცხადებზე, ყველაფერს ვიღონებ, რომ ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით ვერ შეძლოს ევროპული გზიდან გადახვა, კალაძემ უპასუხა –
მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სესხზე გაცხადებული უარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და მისთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია.

„გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე, მოსახლეობის დიდი ნაწილისა და პირადად ჩემთვის, საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და რის შემცირებასაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონიან ევროიანი, ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის სესხი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები