საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე განთავსდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 952 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეშიორონავირუსით გარდაიცვალა 86 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 400 ტესტი.

გუშინ, 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 212 შემთხვევა გამოვლინდა, 5 017პაციენტი გამოჯანმრთელდა, 81 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები