“თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, ეს არ არის მართალი” – კახა კალაძე

თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, ეს არ არის მართალი, – ამის შესახებ თბილისის მერმა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარების მეორე ტრანშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სესხსა და დახმარებას შორის მნიშნველოვანი განსხვავება არსებობს. შესაბამისად საუბარი, რომ ხელისუფლებამ დახმარებაზე უარი თქვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

,,ეს არ არის დახმარება, საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ეს არის სესხი. რა სხვაობაა დახმარებასა და სესხს შორის? გაქვთ მცდელობა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაშ., თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, არ არის ეს მართალი. საუბარია სესხზე და განსხვავებაა სესხსა და დახმარებას შორის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო ევროკავშირისგან გამოყოფილ 75 მლნ ევროზე უარს ამბობს. მმართველი გუნდის წევრები მიზეზად ეკონომიკის ზრდას ასახელებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას სურს, საგარეო ვალი შეამციროს.

მსგავსი თემები