ბათუმში სკოლის ეზოში მარიხუანა დარგეს

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ეზოში რამდენიმე ძირი მარიხუანაა დარგული.

ნარგავის ძირში სპეციალურად, ხის პატარა ჯოხებიც არის ჩამაგრებული და მიწა დამუშავებულია.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია საგამოებო მოქმედებები, სკოლაში უკვე იმყოფებიან სამართალდამცველები, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან.

ჯერჯერობით უცნობია როგორ აღმოჩნდა მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება სკოლის ეზოში. ამ დროისთვის სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.

მსგავსი თემები