თბილისში ვაქცინაციის მოძრავი 6 პუნქტი დაემატა

თბილისში დღეიდან ვაქცინაციის მოძრავი 9 პუნქტი იქნება.

ვარკეთილის, გლდანისა და სადგურის მოედნის გარდა, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები იქნება:

  1. საბურთალო – სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ);
  2. გლდანი – სითი მოლი – (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს);
  3. სამგორი – ისთ ფოინთი – (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა , ზედა ავტოსადგომი);
  4. სამგორი – (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია);
  5. ავჭალა – (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან);
  6. მუხიანი – (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5).

მსგავსი თემები