ბათუმში კორონავირუსით 20 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში გარდაცვლილ 20 წლის ქალს თანდაყოლილი დაავადეება ჰქონდა. ის კლინიკა “მედცენტრში” სასაწრაფო დახმარების ბრიგადამ 31 აგვისტოს, საცხოვრებელი სახლიდან მიიყვანა.

კლინიკის ინფორმაციით 20 წლის ქალს სუნთქვის მწვავე უკმარისობა უფიქსირდებოდა.

ანამნეზში აღენიშნებოდა: ჯანმრთელობის სხვა პრობლემა. აჭარის ა/რ ჯანადაცვის სამინისტროში რადიო თვაისულებას განუმარტეს, რომ პაციენტს სხვა თანდაყოლილი დაავადებებიც ჰქონდა და პერიოდულად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობდა, ჰქონდა ანემია და წონის დეფიციტი.

კლინიკაში შესვლისთანავე პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა.

კლინიკის ცნობითვე, მდგომარეობა პროგრესიულად მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. 20 წლის ქალი 1 სექტემბერს დილით გარდაიცვალა.

გასული დღე- ღამის განმავლობაში აჭარაში 12 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები