“ვარექ სი მართალ კოჩი, გახარია” – ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუას შეფასებით, გიორგი გახარიას ერთადერთი ამოცანა და დაკვეთაა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხელი შეუწყოს, რათა კახა კალაძემ ქულები დაკარგოს.

“ეს არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ დედაქალაქში არანაირი თეორიული შანსიც არ გააჩნია, რომ გაიმარჯვოს და უფრო მეტიც, მეორე ტურში გადავიდეს. მისი ერთადერთი ამოცანა და დაკვეთაა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხელი შეუწყოს იმაში, რომ კახა კალაძემ ქულები დაკარგოს. ეს არ გამოუვა.

ვარექ სი მართალ კოჩი, გახარია! ეს არაფერში წერია. მას მეგრული არ ესმის, მაგრამ უთარგმნიან და ყველა ეტყვის, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

მსგავსი თემები