ჯანმო განმარტავს, ვის შეიძლება დასჭირდეს კორონავირუსის ვაქცინის ბუსტერი

„ჯერჯერობით სრულად ვაქცინირებულ, ჯანმრთელ ადამიანებში ბუსტერი დოზების ფართო გამოყენებას არ განვიხილავთ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე ე.წ. ბუსტერი დოზა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის შეიძლება გახდეს საჭირო, როდესაც მძიმე დაავადებისა და სიკვდილის წინააღმდეგ იმუნიტეტის შემცირების მტკიცებულება არსებობს. მაგალითად, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელთა რეაქცია საწყის დოზებზე საკმარისი არ იყო, ან უკვე აღარ წარმოექმნებათ ანტისხეულები.

თუმცა, ჯერჯერობით სრულად ვაქცინირებულ, ჯანმრთელ ადამიანებში ბუსტერი დოზების ფართო გამოყენებას არ განვიხილავთ“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

მსგავსი თემები