კახი კალაძე გიორგი გახარიასთან დღეს გამართულ შეხვედრას ადასტურებს

თბილისის მერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ დღეს ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა. კალაძის თქმით, შეხვედრა გახარიას ინიციატივით შედგა.

“შეხვედრა იყო, რამოდენიმეჯერ იყო ზარი ჩემს ტელეფონზე. თბილისის მერიაში შედგა ეს შეხვედრა. ისეთი არაფერი მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ ტელეეთერით არ გამეგო,” – განაცხადა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, ორ ოქტომბერს ამომრჩეველი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. კალაძე დარწმუნებულია, რომ ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

მსგავსი თემები