გიორგი გახარიას პირველი კომენტარი “ქართული ოცნებისგან” ფინანსური მხარდაჭერის მოთხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

“ქართული ოცნების” ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია, არჩევნებზე თბილისის მერობის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის არ დაყენების სანაცვლოდ “ქართული ოცნებისგან” ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვდა – თავად გიორგი გახარია გამოეხმაურა. 

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და კახა კალაძესთან შეხვედრას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც გახარია განმარტავს, “ქართული ოცნება” მსგავს ინფორმაციას, პოლიტიკური ოპონენტების მიზანმიმართული დისკრედიტირებისთვის იყენებს. 

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, ორგანიზაცია “ქართული ოცნების” ზოგიერთი ბოსი რას ლაპარაკობს. მათ სიტყვას ფასი არ აქვს. ეს ადამიანები ზუსტად 1 წლის წინ ქება-დიდებას და ხოტბას მასხამდნენ, მაშინაც მათი ქების ფასი იყო ნოლი. დღესაც მათი ლანძღვის ფასი ნოლია. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების,”- აცხადებს გიორგი გახარია. 

მსგავსი თემები