“ბავშვობაში, ხომ ვერ ვიტანდი 1 სექტემბერს და ახლა უარესად შემძულდა” – ირაკლი ოქრუაშვილი

„სკოლების ნაცვლად, რესტორნებია ღია,“ – ასე ეხმაურება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სასწავლო პროცესის შეფერხებას, ირაკლი ოქრუაშვილი ონლაინ სწავლებაზეც ამხვილებს ყურადღებას:

„ბავშვობაში ხომ ვერ ვიტანდი 1 სექტემბერს და ახლა უარესად შემძულდა. ორ საათიანი სხვაობის გამო დილის 6 საათზე ბავშვების გაღვიძება, უხარისხო ონლაინ სწავლა, სამ ოთახში სამი ცალკე კომპიუტერით და ამ უაზრობაში კიდევ “ორი ვაგონი” ფული რომ უნდა ვიხადო.

სამაგიეროდ სკოლების ნაცვლად რესტორნებია ღია,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები