რუსმა ტურისტმა ბიჭვინთაში სასტუმროს მფლობელი და დამსვენებელი დაჭრა

ბიჭვინთაში რუსმა ტურისტმა ცივი იარაღით სასტუმროს მფლობელი დაჭრა – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში,ბიჭვინთაში, სასტუმრო “სერ რემბოში” მოხდა. ტურისტმა სამარიდან, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სასტუმროს 53 წლის მფლობელს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

ამას გარდა, რუსმა ტურისტმა ჭრილობები ერთ-ერთ დამსვენებელსაც მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა ის მალევე დააკავეს.

მსგავსი თემები