“მოქალაქეებს თბილისიდან ბათუმში დაახლოებით 3 საათში შეეძლებათ ჩასვლა” – პრემიერი რიკოთზე ახალი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები პროცესს გაეცნო

რიკოთზე ახალი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროცესს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად გაეცნო.

პრემიერმა მაგისტრალის მშენებლობას საუკუნის პროექტი უწოდა.

“ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი. ასეთი პროექტი არ განხორციელებულა ჩვენ ქვეყანაში და შეიძლება ითქვას, რომ მთელს ევროპაში გამოირჩევა. ჩვენ მოქალაქეებს შეეძლებათ თბილისიდან ბათუმში დაახლოებით 3 საათში ჩასვლა ამ პროექტის დასრულების შემდეგ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები