საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 393 420 ადამიანი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 31 აგვისტოს აიცრა 26 201 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 210 746 აცრა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 802 083, სრულად – 393 420.

საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს “ფაიზერის”, “სინოფარმის”, “სინოვაკის” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებით. ამასთან, 27 აგვისტოდან, ახალი პარტიის მიღებამდე შეჩერდა “სინოფარმის” პირველი დოზით აცრის მსურველთა რეგისტრაცია. მეორე დოზით ვაქცინაცია გრძელდება.

მსგავსი თემები