კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,36 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,36 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,45 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,99 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 3 886 პირს დაუდასტურდა, 4 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 31 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 778 შემთხვევა გამოვლინდა, 4 753 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 79 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები