დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების აღება უფასოდ არის შესაძლებელი

დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების აღება უფასოდ არის შესაძლებელი. აქციის მიზანი არჩევნებისთვის ხელშეწყობაა. მოწმობის უფასოდ მიღებას შეძლებენ კონკრეტული კატეგორიის მოქალაქეები – მათ შორის ისინი, ვისაც პირადობის არც ერთი დოკუმენტი აქამდე არ ჰქონიათ. ასევე, არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი.

კატეგორიათა დეტალური ჩამონათვალის ნახვა იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. 

მსგავსი თემები