“ეს ბოლო არჩევნებია ყველანაირი თვალსაზრისით, ვერასოდეს კანდიდატად ვეღარ მიხილავთ” – გრიგოლ ვაშაძე

გიორგი ვაშაძესთან არ ვარ, უფრო სწორედ, მარტო გიორგი ვაშაძესთან არ ვარ, ვარ „მესამე ძალასთან“, – ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„მესამე ძალაზე“ რატომ შევაჩერე ჩემი არჩევანი? ძალიან მომწონს, რომ გათავისუფლებული არის აბსოლუტურად ყველა პარტიული მესიჯბოქსისგან და აპირებენ ილაპარაკონ მარტო იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი, კოვიდით გართულებულ ფონზე. აქტიურად ვიქნები ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ეს არ ეხება მარტო „მესამე ძალას“, სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებსაც შეთანხმებული ვარ, რომ დავეხმარები“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, თუ იხილავენ მას კანდიდატად, ვაშაძე პასუხობს:

„არავითარ შემთხვევაში, ეს ბოლო არჩევნებია ყველანაირი თვალსაზრისით. ვერასოდეს კანდიდატად ვეღარ მიხილავთ ვერსად“,- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი თემები