“ორსულები მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, ყველა უნდა აიცრას” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ორსულები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ისევე როგორც ასაკისა და თანმხლები დაავადების მქონე პირები, უკლებლივ ყველა ორსულიც უნდა ჩაერთოს​ ვაქცინაციის პროცესში.

“ყველა ორსულმა უკლებლივ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია. თუ ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს, განსაკუთრებით იმათმა, ვისაც ასაკის ან თანმხლები დაავადების გამო მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს, აი ამ კატეგორიაში გადის ორსულებიც. მათაც პირველ რიგში ყველამ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არ დაუჯერონ თუ ვინმე ვაქცინაციის პუნქტში მას ეტყვის, რომ ორსულების გამო ვაქცინაცია წინააღმდეგ ნაჩვენებია,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები