“დაველოდებით ჯანმოს რეკომენდაციებს” – თამარ გაბუნია 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე

“12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიდის მსჯელობა. ზოგიერთ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებით უკვე დაიწყო’, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„16-დან 18 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია არის საკმაოდ აქტიური. დაავადებათა კონტროლის ცენტრს შეუძლია ზუსტი ციფრი მოგაწოდოთ. 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიდის მსჯელობა. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებით ტარდება.

ბრიტანეთის მხრიდან კი გაჟღერდა რეკომენდაციები, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას მხოლოდ მაშინ განიხილავენ, თუ საფუძველი ცალსახად აღემატება ჩვეულებრივ რისკებს. ამრიგად, მსჯელობა ამ მიმართულებით ექსპერტების ჯგუფებში მიმდინარეობს, ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ შესაძლებლობას და რა თქმა უნდა დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები