“ხატია დეკანოიძის შვილმა პარტიის კუთვნილი დიდძალი თანხა მოიპარა” – ირაკლი ლატარია

ექსპერტი ირაკლი ლატარია “ნაციონალური მოძრაობიდან“ დიდი თანხის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ პარტიის კუთვნილი თანხები ხატია დეკანოიძის შვილმა მოიპარა.

“დიდი არეულობაა ნაციონალურ მოძრაობაში. ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციის თანახმად, ხატია დეკანოიძის შვილმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია ნარკოტიკების საქმეზე, პარტიის კუთვნილი დიდძალი თანხა მოიპარა.” – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია.

მისივე ინფორმაციით, “ახლა ნაცმძრაობის ლიდერები დეკანოიძეს, ხოლო დეკანოიძე თავის შვილს კატეგორიულად სთხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას, რაც თავადაც ხვდებით, როგორი საქმეა ახლა ნაცებისთვის და განსაკუთრებით მელიასთვის ყველა კაპიკს აქვს მნიშვნელობა, რადგან სააკაშვილმა მას ფინანსური წყაროები გადაუკეტა, ამიტომ რთულად წარმოსადგენია, რომ დეკანოიძის ვაჟს პარტიის ფულის აწაპვნა შეარჩინონ,” – წერს ექსპერტი facebook – ზე.

მსგავსი თემები