ბელიაშვილის „ქეიფ თაუნ“ ქუჩის რიგითი რესტორნის დონის მომღერალი – თამარ ივერი იურმალას ქართველ მონაწილეზე

ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში კონკურს „ახალი ტალღის“ ქართველ კონკურსანტის გამოსვლას ეხმაურება.

სოპრანო სვამს კითხვას: მაშინ როცა ქვეყანაში ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რატომ მიიღო მონაწილეობა კონკურსში, მისი თქმით, რიგითი რესტორნის დონის, ნიჭთან, ემოციებთან, ინტონაციასთან და ტემბრის მრავალწახნაგოვან ჟღერადობასთან მწყრალად მყოფმა მომღერლმა.

„რა ხდება? ამდენი უნიჭიერესი ახალგაზრდა ჰყავს ქვეყანას და „იურმალას“ კალიბრის კონკურსზე ძვრება ბელიაშვილის „ქეიფ თაუნ“ ქუჩის რიგითი რესტორნის დონის, ნიჭთან, ემოციებთან, ინტონაციასთან და ტემბრის მრავალწახნაგოვან ჟღერადობასთან მწყრალად მყოფი მომღერალი. ყველაფერი პირად „გაჩალიჩებაზეა“? რაღაც შიდა შესარჩევი კონკურსი არ უნდა არსებობდეს როცა ქვეყანას ვიღაც წარმოადგენს? მაშინ რაღა აზრი აქვს პროფესიონალიზმის ხვეწას??? კითხვის ნიშანი უამრავია!!! პასუხი – ნული!“ – წერს თამარ ივერი.

შეგახსენებთ, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსზე „ახალი ტალღა“  საქართველოდან კონკურსანტი გამოჩნდა. ეს იყო ნათია რიგვავა, ეთნიკური ქართველი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა.

მომღერლის გამოსვლა მკაცრად გააკრიტიკეს ქართველმა მსმენელმა. ზოგს არ მოეწონათ მისი ვოკალი, ზოგს კი მისი პოლიტიკიური უპრინციპობა. ნათია რიგვავამ, ქულების საერთო ჯამით კონკურსში ბოლო ადგილი დაიკავა.

მსგავსი თემები