სამების ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს. ინფორმაციას თავად ტელევიზია ავრცელებს.

როგორც საზმაუში აცხადებენ, მოძრავ სატელიტურ მანქანას სხვადასხვა დაზიანება აქვს. ჩამსხვრეულია ფარები და სარკე. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ტელეკომპანიის ცნობით, ფაქტი, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. 

მსგავსი თემები