საფრანგეთმა საქართველო „გააწითლა“

საფრანგეთმა საქართველო „წითელი ქვეყნების“ სიაში შეიყვანა. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. განცხადების მიხედვით,  საფრანგეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე მიიღო.

„ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, სეიშელის კუნძულები, სურინამი, ტუნისი და თურქეთი.

წითელი ზონიდან (საქართველო მიეკუთვნება წითელ ზონას) ვაქცინირებული პირები საფრანგეთში შედიან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს 7 დღე მაინც“, – განმარტავენ საფრანგეთში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

მსგავსი თემები