„ეს “სახელოვანი მეომრები” მალავენ იმიტომ, რომ თავისუფალ დროს ატარებენ თბილისში, ბათუმში, ბაკურიანში ან გუდაურში..“ – დავით ქაცარავა ოკუპანტებზე (ვიდეო)

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც ქაცარავა ამბობს, უკრაინელებმა თბილისში „გრუ“ – ს ოფიცერი აღმოაჩინეს:

ამ მასალის ამ ეტაპზე გასაჯაროებას არ ვაპირებდი, მაგრამ დღეს ძალიან საგანგაშო პოსტს გადავაწყდი, რომელშიც უკვე იდენტიფიცირებული გრუ-ს ოფიცერი აღმოაჩინეს ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა თბილისში, სამწუხაროდ, ჩვენმა სპეცსამსახურებმა არა…ამიტომ ვდებ ამ პოსტს და ვსვამ კითხვას, …. როგორ ფიქრობთ მეგობრებო, რატომ მალავენ ოკუპანტები თავის სახეებს, როდესაც მათ სიახლოვეს ჩვენი კამერები ჩნდებიან?

ზუსტად ესე მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც ოკუპაციის ხაზთან ვიღებდით ჩვენი დოკუმენტური ფილმის, “ოკუპაციის ქრონიკები” – ს კადრებს.

როდესაც ოკუპანტები გამოჩნდნენ, ჩვენ იმ მომენტისთვის შეცვლილი გვქონდა ლოკაცია და ვიმყოფებოდით ორკაპას ციხესთან, (სამწუხაროდ ეს ადგილი უკვე წარმოადგენს “შიშის ზონას”)

ეგრევე გავუშვით დრონი და როგორც ხედავთ, ოკუპანტებმა პირველი რაც გააკეთეს, დამალეს სახეები.

საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სახეებს ეს “სახელოვანი მეომრები” მალავენ იმიტომ, რომ თავისუფალ დროს ატარებენ თბილისში, ბათუმში, ბაკურიანში ან გუდაურში..

თქვენ რას ფიქრობთ, რა ვერსიები გაქვთ?“ – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები